Beqza's blog

Beqza
44, Tbilisi, Georgia

21.04.2013

სიცოცხლემ ფერებით მხატა (ვამბობ) ნაძალადევი,
შემიპყრო პორტრეტად ჩარჩომ და სულ ამაოდ ვცდილობ,
რომ ავხსნა საკუთარ წყვდიადს, ფარდა და წყევლის საბელი,
- ცეცხლს მივცე უკვდავი სულის, დორეანული ტილო.

ვბერდები, ვბერდები თუმცა, მაინც ბავშვივით ვტირი,
მაოგნებს ჩემივე სულის მდგრადი, უდრეკი ნება:
როცა დგას სიკვდილის პირას და მაინც მალავს ტკივილს,
როცა დგას უფსკრულის პირას: უნდა, მაგრამ არ ხტება!

იმედი - ფანტომი ჩემი, ძალა - სიცოცხლის ძალა!
მიმაგრებს პორტრეტის ჩარჩოს და სულ ამაოდ ვცდილობ,
რომ ავხსნა მიზეზი ბრძოლის – როცა ყოველთვის ვკრძალავ,
ცეცხლს მივცე უკვდავი სულის, დორეანული ტილო.


მანაღვლიანებს შენი დანახვა,
რა ტკივილს იტყობ, ჩანხარ რა ცოდო!
გვაქვს სექტემბერი, – სულ ბოლო ახლა,
ჟანგმორეული და ვიცი როგორ,

სხვათა ტუჩებზე გამრავლდი ექოდ,
სხეულის თრთოლვად და ალად ცეცხლის.
შენი სული კი, ვით წვიმა ბექობს,
მახლის, არც ისე ბრწყინვალე კურცხლებს.

რა გაეწყობა! ავდარს არ ვუფრთხი.
სხვა სიხარულის გავხდი მფლობელი.
არც რა შემომრჩა, თუ არა მწუხრი
და ეს სიყვითლე მისგან – სოველი.

მე ხომ ჩემს თავსაც ვუმტყუნე რადგან
ვერ ვაზიარე წყნარ ყოფას, ღიმილს.
თუმცა მცირედი განვვლე გზათაგან,
შეცდომების თვლა გონებას მიღლის.

სასაცილოა სიცოცხლე, წყობა,
ასე იყო და იქნება მერეც.
ჩვენს სასაფლაოს ეს ბაღი მოჰგავს, –
ძვლებივით უჩანთ ფესვები, ხეებს.

ჩვენც, ყვავილობას მათ მსგავსად შევწყვეტთ:
შრიალით წავალთ – სტუმრები ბაღის...
ყვავილს ვერ ვნახავთ ზამთარში ვერცერთს
და არც წუხილი მაგათზე არ ღირს.


18.04.2013


სიყვარული: ჩემი ერთგული და უღალატო "იარაღი",
ბანალურობა კი, უკუჩვენება მისი – ვით ბიძგი მხარზე -
მტკივნეულია: დაუღალავად ვნადირობ "თითქოს",
გული კი, ცარიელი განაგრძობს დუღილს...
- ბოლო არ უჩანს არც ამ სეზონსაც (ღმერთის წყალობით!), -
"ტყვია-წამალი" მელევა ღმერთო, -
მაგრამ, შენ არა! - შენ, უღალატოდ, თავს მაკლავ ისევ,
- ხელცარიელი არ მიშვებ სახლში:
და ჰა! -33 კვერცხი დუღს ქვაბში, შენ კი,
ჩემს გულში ცდილობ დამკვიდრდე, აღსდგე!
რომ სიყვარული, სხვის გულს კი არა,
ჩემს გულს ვახალო... მე უნდა გავტყდე!
- ჩემი ნაჭუჭი უნდა დავტოვო ისე,
ვით სარკოფაგი, მაგრამ ძნელია - "მე" შევიყვარო...
ქრისტე აღსდგაო, - იტყვიან სამჯერ,
ჭეშმარიტადო, - პასუხიც სამი...
ამ დროს, ჩემს გულში ღრმად ვიქექები
და ჩემს სიძულვილს ვპოულობ მხოლოდ,
"მე"-ს სარკოფაგს რომ ლოდივით…





უნდა დაგტოვო ჩემო გოგონა.
მე ვთქვი რომ გტოვებ და ეს შენც იცი.
დაგტოვებ, როცა ზაფხული მოვა,
როცა ზაფხული ღილებს შეგიხსნის,
ისე, როგორც მე სხეულს – სიკვდილი.

არ მსურს დაგტოვო, ჩემო ძვირფასო,
არ გეხუმრები, – შორი გზა მიცდის.
ჰო, ჩემო გოგო, მე მჯერა მისი, –
გზას უნდა გავყვე და შევითავსო.
მისი ჩვეული ძახილი ისმის,
მესმის თუ როგორ მეძახის სახლში!

ძვირფასო... ახლა უნდა დაგტოვო.
მე მართლაც უნდა დაგტოვო გესმის?
ნუთუ არ გესმის როგორ მეძახის,
– ისე, ვით ყველას ეძახის წამსვლელს.

ვიცი, – არასდროს, არასდროს, ჩემო,
არგანშორების რომ მქონდა ფიცი,
მაგრამ ამ ალაგს უნდა მოვშორდე,
უნდა მოგშორდე და გაგეცალო.
ნუთუ არ გესმის როგორ მომიხმობს?
ჩემო, ჩემო, ჰო, ვიცი, ვიცი თუ
რა საამოა შენი შეგრძნება
კვლავ ამ ხელებით. შენზე მიფიცხულთ,
რომ კვლავ გაათბობს შენი კოცონი,
გაღვივებული შენი გულიდან;
რომ…



"ლექსთა შეჯიბრებაზე - მხოლოდ ინტეგრალები"
გ. ტაბიძე

ეს არის ლექსის ანი და ჰოე,
საწყის–სასრულის კვანძი საზღვაო.
როცა ნაპირებს, სადღაც შორს ვტოვებ
და პოეზიის კოსმოსში ვმგზავრობ.

ეს არის ლექსით ნათევი ღამე,
როგორც თამასა შავი სიცხადის.
ვაბამ ერთმანეთს, ვით ინტეგრალებს,
რასაც დუმილის აღთქმით ვიცავდი...

ეს არის ლექსის მყუდრო ტაძარი,
– მედიტირების მსგავსი მუდმივა...
ციფრულ სიგნალს, შორს, ვით მტრედს ვაგზავნი,
რადიაციით რომ შვა დუმილმა.


05.04.2013

გადახვეწილო, ვინ ზრუნავს შენზე?
გულს ვინ გილაგებს, ოცნებებს - დაყრილს?
ან თუ იპოვე, ის, რასაც ეძებ?
გარიდებულო მშობლიურ ძახილს...

გადახვეწილო, ნოსტალგ(იები)
შენი ეზოსი, გტოვებს მომღიმარს...
მიწასაც, ქილით, თან წაიღებდი,
ვით, სახლი დააქვს თან ლოკოკინას...

გადახვეწილო, ვინ ზრუნავს შენზე?
მაგ არეულ გზებს თუ ჰყავს მვარცხნელი?
- ახალ სამიზნეს, ოცნებებს შესძენ:
არ დამარცხდები! არ დამარცხდები!


მოკლე კაბაში გამოწყობილი გოგო, ბიბლიას კითხულობს ჩემი ფანჯრის მიღმა.



კვირა დღეა, მე გრეიფრუტს ვჭამ,
მოპირდაპირე მხარეს – დასავლეთისკენ,
მგონი რუსული, მართლმადიდებლური ეკლესიაა.

ის მუქია, –
აღმოსავლური წარმომავლობით,
დიდი, ყავისფერი თვალები ამოიხედავს ხოლმე ბიბლიიდან,
შემდეგ კი, ისევ დაბლა ყვინთავენ: მომცრო, შავ–წითელ
ბიბლიაში, და როგორადაც კითხულობს,
მისი ფეხებიც იმგვარად მოძრაობენ, მოძრაობენ,
ნელი და რიტმული ცეკვის მსგავსად,
ის კი, ბიბლიას კითხულობს...

გრძელი, ოქროს საყურეები;
2 ოქროს სამაჯური (ორივე ხელზე)
და მინი კოსტუმი. ვვარაუდობ,
რომ ეს მატერია იხუტებს მის სხეულს,
რომელიც უმსუბუქესად გარუჯული ფერისაა,
ამგვარად ანაცვლებს ერთიმეორეს
და გრძელი, ყვითელი ფეხებიც უთბება მზის ქვეშ...

მისი არსებობისგან თავდაღწევა შეუძლებელია
და არც სურვილი არსებობს ამის...

ჩემი რადიო, სიმფონიურ მუსიკას უკრავს,
რომელიც, არ შეიძლება მას რომ ესმოდეს,
მაგრამ მისი მოძრაობა ზუსტად იმეორებს
და ემთხვევა სიმფონიის
რიტმს...

ის მუქია, ის ბნელია!
ის კითხულობს…



თქვენ გახსოვთ,
რაღა თქმა უნდა, ყოველი გახსოვთ,
კედელს ნელნელა რომ ავეტუზე
და სახით ვგრძნობდი, ბასრ სიტყვებს – ნასროლთ,
შფოთდით ოთახში – ასგზის, ვეზუვზე.

ამბობდით:
ერთმანეთს უნდა დავშორდეთ – კმარა!..
ყელში გაქვთ, ჩემი ცხოვრების სტილი,
მე – ჯანდაბისკენ მირჩიეთ გავლა...
თქვენ – თავს მიხედავთ და არა ტირილს.

ძვირფასო!
არც თქვენს სიყვარულს ერქვა გულწრფელი.
ის არ იცოდით, რომ კაცთა მოდგმას
ძალით გამრიეს და როგორც ცხენი,
ვგრძნობდი სიცოცხლეს – ტანზე შემომჯდარს.

თქვენ, არც ის
იცოდით: როგორც ცეცხლზე – საქვაბეს,
ყოფითი ორთქლი მსდიოდა როგორ...
მტანჯდა არცოდნა: სად მიგვაქანებს,
ამ მოვლენების გზა – ოღრო–ჩოღრო...

პირისპირ
მდგარნი ვერ იხილავენ სახეებს.
სიდიდის აღქმა ითხოვს შორ მანძილს…
როცა ზღვა დუღს და ტალღებს ახველებს,
სათუო ხდება ბედი ხომალდის.

ხომალდი –
მიწა! თუმცა რად გინდა... კვლავაც –
სხვა ქარიშხლებში, სხვა ტრიუმფისკენ,
საითაც უფრო მძვინვარებს ტალღა,
გზას, ახლებური…


09.12.2012

აზრი, ყოველთვის იცვლება
და რა აზრი აქვს რომ აქანდაკო,
ან რომ ხელი ჰყო მის განმტკიცებას:
ქარებს მიუგდო სალაპარაკოდ,
- დრო ხომ არასდროს დაეთანხმება?

დიქტატორივით არ სცნობს არასდროს
მის უცვლელობას, ვით მასზე მტკიცეს,
- დრო მუდამ სცდილობს, რომ ის განაგდოს!
სწორედ ამიტომ, დრომ, ვით ეშმაკმა,
ღმერთის მსგავს აზრებს დაუწყო კბენა:
როცა ამ აზრებს ისე აკნინებს,
როგორც მან ერთხელ დაკბინა ევა.


წარმოიდგინე სიმართლე, როგორც მარცვალი
სიტყვის, რომელსაც შენს გულში ვაშლივით ჩავრგავ
(მე შენი მჯერა და ვიცი რომ შეძლებ!);
და მე გაფრთხილებ: არ დაიჯერო ვიდრე
არ ნახავ მის ნაყოფს - სიმართლის რთველზე
და რაც არ უნდა სიმართლეს გავდეს,
არ დაიჯერო, თუ ფარავს ჩრდილი
(ამ ჩრდილმა ეგებ ჭია დამალოს,
ანუ, ნუ მოსწყვეტ!),
რომელი სიტყვაც, სარწმუნო ფრამდე
რაღაც ეჭვებმა ვერ მოამწიფა.

კიდევ გაფრთხილებ: რომ მე არასდროს
მენდო,
არ ენდო სხვასაც,
არ დაიჯერო მკვახე სიტყვები,
რომლებსაც არ გამოუვლიათ
გადარჩევის სრული ციკლი (ხო, ბუნებრივი!
ამ შემთხვევაში ძალზედ ცოტაა
სეტყვა და გვალვა).
ეჭვი კი გულში ისე ქარავნობს,
როგორც ქარები კიდით-კიდემდე
და მე ეჭვი მაქვს ამ ქარიშხლებზეც,
რადგან ისინი სულ გვერდს უვლიან
მკვახე ნაყოფებს, მწიფეები კი,
დაბლა ცვივა:
გულიდან გულში, რომ კვლავ იხარონ,
ვით კლონირება - შენახვა თავის:
მუდამ მწიფეა სევდის ნაყოფი.

გულში კი, სიტყვა…


Blog
Blogs are being updated every 5 minutes