irinee's blog

irinee
37, Kobuleti, Georgia

მერე რა, რომ გაფრენილა წლები ასე,

მერე რა, რომ სიყვარულიც გაფრენილა
მერე რა, რომ ზოგჯერ წლები მტკივა გულში
და მომავალს, ბევრი დრო არ დარჩენია.

მაინც მიყვარს ეს ცხოვრება, როგორც ადრე,
მაინც მიყვარს ალერსი და მოფერება,
ჩემი გული, არასოდეს დაიღლება,
მე, ჭაღარაც ვერასოდეს მომერევა.

მერე რა, რომ წლები მიღმა დარჩენილა,
სანამ ვცოცხლობ, არასოდეს დავეცემი,
დროს არ მოვკლავ, ჩავიხუტებ ყოველ საათს,
არასოდეს, არასოდეს დავბერდები


12.03.2013

ტირილი მინდა...
ტირილი მინდა... მაგრამ ცრემლები არ მომდის... მინდა თვალები დავხუჭო და გავქრე... ან შენ გაგაქრო... არა, რა სისულელეს ვამბობ... შენ ხომ ცხოვრებას მილამაზებ... ქვეყანა რომც ინგრეოდეს, მაინც მენდომებოდა სიცოცხლის გაგრძელება... მხოლოდ იმის იმედით გავიღვიძებდი დილით,რომ იქნებ შენი თვალები მენახა... ყველაფერს დავთმობდი, რაც კი ძვირფასია ჩემთვის, რომე კიდევ ერთხელ მაინც მეგრძნო შენი სიახლოვე... შენი გულის ცემა... შენი სითბო... იცი რატომ მიყვარს ზღვა? ის შენს თვალებს მაგონებს... იცი რატომ მიყვარს პატაარ ბავშვი? ის შენი ღიმილივით სუფთაა და სათნო... იცი რატომ მიყვარს სიჩუმე? სიჩუმეში შენი გულის ცემა მესმის... იცი რატომ მიყვარს სიცოცხლე? იმიტომ რომ შენ არსებობ... მეძინება... მაგრამ თვალების დახუჭვის მეშინია... იმიტომ რომ…


შენ თვალებიდან აპრილი გცვივა იღვიძებს დილა რძისფერი კაბით, წელმოწყვეტილი იები მტკივა შენ მაპატიე, თუ შემიყვარდი.. წუხელის წვიმამ დატბორა გზები და აჩრდილივით გეძებდი ქარში, შენ თვალებიდან გცვივა იები და გაზაფხული გიფეთქავს ტანში.. იასამნებად გეტყობა წლები დამაქვს ზღვისფერი შენი სურვილი მინდა გიყურო შორიდან გზნებით,  მინდა მოვიკლა ასე წყურვილი.. მინდა გაფრენა ოცნების ფრთებით, მარტმა ფიქრები ისევ არია.. მიყვარხარ – ამას ნუ მეკითხები, თუ გინდა გეტყვი,გეტყვი "ძალიან"


გარეთ ისევ წვიმს და ჯერ ადრეა,
გარეთ ისევ წვიმს და სულ იწვიმებს,
მე ვგრძნობ რომ მცივა და მენატრები,
მაგრამ ვერ გხედავ, როგორც სიცივეს.

გარეთ კი წვიმით სველი აბრები
აშიშინებენ შერჩენილ სიცხეს,
მეც აღარ მინდა, რომ სხვებს დაბრალდეს
ჩემი სიჩუმე და ხმაურს ვიწყებ.

გათავდა! აღარ ჩამოგეხსნები,
არ მახსოვს, ვის რა ვუთხარი გუშინ
და ვაფათურებ სიცხიან ლექსებს
შენს თმებზე, მხრებზე, მუხლებზე …… სულში.

ნარბენი კაცის გულივით ფეთქავს
საათიც, ქუჩაც, ფოთოლიც , წვეთიც….
შენ ხარ- აქამდე რაც უნდა მეთქვა,
შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი...


უნდა შეიყვარო ადამიანის სული, ისე რომ სხეულს არც კი იყო შეხებული. ყველაზე დიდი ბედნიერება იმ სხეულთან შეხებაა, რომლის სულიც სიგიჟემდე გიყვარს........


შინ იყო, შინ ყოფნა უყვარდა. გარეთ იყო, გარეთ ყოფნა უყვარდა. მარტოობაც უყვარდა და ხალხში ყოფნაც უყვარდა. ჭირში იყო, ჭირში ყოფნაც უყვარდა, დარდიც უყვარდა და უდარდოობაც უყვარდა.

წვიმაში იყო, წვიმაში ყოფნა უყვარდა. მზე იყო, მზეზე ყოფნა უყვარდა.

ჩრდილიც უყვარდა…

მთვარიანი ღამეც უყვარდა და უმთვარო ღამეც უყვარდა.

ვარსკვლავებიც უყვარდა…

საქმე ჰქონდა, საქმეში ყოფნა უყვარდა. უქმად იყო, უქმად ყოფნა უყვარდა.

მთაც უყვარდა და ბარიც უყვარდა.

ტყეც უყვარდა…

ახოც უყვარდა…

კლდეებიც უყვარდა და ნისლებიც უყვარდა.

ქარიც უყვარდა და ქარიშხალიც უყვარდა.

ნიავიც უყვარდა.ფოთლების შრიალიც უყვარდა.

მდინარეც უყვარდა და ჭალაც უყვარდა.

ზღვაც უყვარდა და წყაროც უყვარდა,

ხავსიანი ლოდებიც უყვარდა.

იაც უყვარდა…

ვარდიც უყვარდა…

ენძელაც უყვარდა…

გვირილაც…


შენ რომ გხედავ,
ჩემო კარგო,
თავი ბავშვი მგონია,
ისე დავქრი ოცნებებით ცაში
როგორც თოლია;
ამ ცხოვრებამ ნება--ნება
სად არ წამიყოლია,
მამღერა და მახალისა,
ზოგჯერ დარდიც მქონია.....
ეჰ, რამდენი ქარ--ცეცხლი
თავზე გადამხდომია,
მონატრება თან დამქონდა,
არსად დამიტოვია.....
რა ვუყოთ,რომ ფანტელებს
თმებში დაუთოვია,--
,,გული არა ბერდებაო!..''
ასე გამიგონია...
მოდი, დავსხდეთ--გამოვცალოთ,
ღვინით სავსე ფიალა,
დრო წავიდა ჩემო კარგო,
სიყვარული კი არა...


სად დაიბადა ბედნიერება...
ზღვაში? მზეში? თუ ჩვენში?
სად ისახება მისი ზმანება,
ღიმილში? იქნებ ცრემლში?
ზღვა მღელვარეა, ცოტა მრისხანეც,
გრძნობებს ვერ მალავს ვერსად,
თუ რამეს დარდობს გულში ვერ იკლავს,
გულს ტალღებს უშლის წესად...
მზე ნათელია, თითქოს მდუმარე,
რასაც გრძნობს არას ამბობს,
ვინ იცის გულში რა გრძნობებს მალავს,
ვიზე ან რაზე დარდობს...
ის, ვინც იცინის, ბედნიერია?
იქნებ ამით დარდს მალავს?
ალბათ გონია, რომ ამ ღიმილით
სევდიან სახეს ფარავს...
ბედნიერებას სევდა არ ახლავს,
ის ვერ იქნება ცრემლში,
არ იბადება მზეში, არც ზღვაში,
ის იბადება ჩვენში...
ბედნიერება ყველას გვეკუთვნის
თუ მოვიპოვებთ მას,
მისთვის კი ისე უნდა ვიბრძოლოთ
რომ არ წავართვათ სხვას


მარტოობა, როგორც რეალობის ასახვის ფორმა, ყველას ახასიათებსიპოვე შენი ტალღა და ის აუცილებლად გადაგივლის თავიანადგაშეშდი, დარჩი გაუნძრევლად, მიიღე ის სპონტანურ ემოციად, დაკმაყოფილდი და შემდეგ შეუერთდი მას

ყელში რაღაც გაგეჩხირა? ეს თავისუფლებაა ... ის დღესავით ცივია, მახინჯი ცხოველური იარებით

ელაპარაკე ცეცხლს


იცი,

იცი, დღეს გიყურებდი და დელფინს მიგამსგავსეარ ვიცი იმიტომ რომ ძალიან მიყვარს დელფინები თუ ისე უბრალოდ
მაგრამ ჩემთვის ყველა ცხოველი- ცხოველია, დელფინის გარდა
ბავშვობაში ყველა ჩემი ოცნება აუცილებლად უკავშირდებოდა დელფინებს
ძალიან მიკვირს, როდესაც ადამიანებს ვერ წარმოუდგენიათ თავიანთი ცხოვრება დელფინებთან ერთად და სიცოცხლე დელფინებისთვის
მათზე


Blog
Blogs are being updated every 5 minutes