irinee's blog

irinee
37, Kobuleti, Georgia

sicocxle unda qarishxalx hgavdes..... mexis gavardas gavdes sikvdili.... mterica gyavdes, moyvarec gyavdes.... magram arcerttan chamo sircxvili...

sicocxle unda simgeras ggavdes, vidremca gulis shewydeba petqva da tu cxovrebas ver gaumklavde unda tqva mainc, rac unda getqva!
SICOCXLES GAUMARJOOOOOOOOOOS!!!!


06.12.2013

უბრალოდ სიტყვა- „მიყვარხარ“ გითხრა,
ძალიან ცოტა მგონია...
მე სიყვარულის შენების,
დიდი უნარი მქონია...
მილიონს გეტყვი
და
მერე კიდევ,
არ დავიღლები, ვიყვირებ ისევ!
უბრალოდ სიტყვით რამის მტკიცება,
მე ამაზრზენი მგონია...
სწორედ ამიტომ გპირდები,
მუდამ შენს გვერდით ვიქნები!
ყოველ დილას და აისს,
მე შენთან ერთად შევხვდები...
შუა დღე გვექნება
საოცრად,
გაზაფხულივით მშვიდი.
საღამოს გულში ჩაგიკრავ,
გრძნობად ადუღდი
--- ... მიდი!
მომღერალთა გუნდს შევერევი,
ერთი უბრალო ბიჭი...
შენ კი ვერასდროს შეგელევი,
შენით ვარ უკვე გიჟი!!!
მერე ოცნებებს ავყვები,
სულ დავივიწყებ კაეშანს,
მოვხატავ მთვარეს ახლოს და
იქ დაგინიშნავ პაემანს...
ვარსკვლავებს კონად შევყრი და
ყველას შენს ირგვლივ ვანათებ,
მშვენიერ ღამეს ხელს გთხოვ და
სიმშვიდის უნარს წაგართმევ...
ახლა ბოლოსკენ წავიდეთ,
რაც კარგი იყო შეგვეხო.
საოცრად თბილი ოცნების,
ტკბილი ფინალი შეგვეტყო!
მუდამ ვარ დაკავებული,
მე სიყვარულის შენებით!
შენ კი გეტყოდი ძვირფასო,
მიყვარხარ -- ამოჩემებით !!!
საგალობლად ლამაზს,
მოვიხმობდი ჩიტებს...
ჩვენ კი მუდამ, მარად -
სიყვარული გვჭირდეს!
კუპლეტის…


გააღეთ კარი!... ვდგევარ ცარიელ
სახლის კარებთან და ვაკაკუნებ.
იქნება ჩემთვის აღარ სცალიათ,
აღარ ვჭირდები ამ საუკუნეს.
გააღეთ კარი!... შიგნიდან ხელი
ისე ძლიერად აწვება კარებს _
რომ მე ამტკივდა ხელი, რომელიც
ჩემია... მაშინ როგორ ვარ გარეთ?!
გააღეთ კარი!... გამომწყვდეული
ჩემივე თავის ვყოფილვარ მახე,
მაგრამ გარედან ჩემი სხეული
ისე აწვება _ რომ ვეღარ ვაღებ.


მე ის სევდიანი წამიც მიყვარს,

ლამაზ ბავშვობას რომ მომაგონებს,
მინდა ერთი ლექსი დაგიტოვო
და დღეს ჩემი თავი მოგაგონდეს.
თუ რა ძლიერია ჩემი გრძნობა,
როგორ გამაწამა სიმარტოვემ,
ისევ უშენობის სევდა მოაქვთ
ხეებს,რომლებიც ჩვენ მივატოვეთ.
ო,რა მონდომებით ვამზადებდი
შენთვის ფერად–ფერად მისალოცებს,
ნეტა მაშინდელი სიხარული
შენში ვარსკვლავივით კიაფობდეს.
ახლაც ისევ ისე მენატრები
და არც მიეცემი დავიწყებას,
მარტო ეს ლექსები წაიკითხე
და არ დამჭირდება დაფიცება.
ვიცი ახლა სულ სხვას ეფერები,
არც მე დამკლებია სიყვარული,
მაგრამ არასოდეს მომასვენებს,
შენთან განშორების სინანული.
შენი მონატრება ტკივილია,
თურმე ასე არვინ მყვარებია,
ჩემი ნაღველიც და სიხარულიც
შენი გახსენების წამებია....


შატილის ცასავით ლურჯი გაქვს თვალები

მშვენებით მოჰგევხარ სალი კლდის ავაზას
მაგ სილამაზისთვის გწყევლიან ქალები
ვაჟები ლოცავენ შენს სავალ შარა-გზას

რამდენჯერ ვევედრე ლაშარს და კოპალას
რომ დამიბრუნებდნენ აპრილებს გაფრენილს
შორს გაგიტაცებდი ცელქსა და ლურჯთვალას
მაგ დალალს ვნახავდი ჩემს მკლავზე დაფენილს

აწი დე მერიდე არ შემხვდე მზექალო
ვაჟი არ მაცდუნო მაგ თვალთა მშვენებით
შევცდები შეგტაცებ პერანგის საყელოს
მთებს გადაგატარებ ლურჯაის ჭენებით

და როგორც ყაჩაღი არწივთა საბუდარს
წავალ და გავხდები სალი კლდის ხიზანი
შურთხებთან დაგმალავ საცოლეს ნაქურდალს
უშენოდ სიცოცხლეს არა აქვს მიზანი.


06.12.2013

რა მინდა?!
ალბათ მზე მინდა სულში და გარეთ მაისი,
ან თუნდაც აპრილი...
ქუჩაში უქოლგოდ გავარდნის სურვილი
და ფიქრი იმაზე რომ,არ ხარ მარტო,რადგან გაწვიმს
და თან მზე გყავს სულში...
ჯიხურში კი წინსაფრიანი ქალი,ხურდის სანაცვლოდ ჩაის მოგაწვდის,
უფრო ყავას,ცხელ ყავას
და შეგრძნება ,რომ უფრო გაითბობ შენი სულის მზეს,გახარებს...
მე მიყვარს წვიმაც,სიცივეც და ნარცისიც.


06.12.2013

ქალად მე ერთხელ მოვედი,
მერე იებად მოვალ.
აღარასოდეს ვიქნები
ისეთი, ახლა რო ვარ.
მე ჩემებურად მიყვარდი,
სხვა სხვანაირად გეტრფის.
სათქმელს, შენთვის რომ ვამბობდი,
სხვა ვერასოდეს გეტყვის.
დრო მოლოდინში ილევა,
კვლავ ოცნებებით ვთბები.
ცას მანამ მოვირონიებ,
სანამ დამცვივა ფრთები.
ლექსებად ახლა ვიღვრები,
ხვალ ვიღვარღვარებ წვიმად,
ცეცხლს სამომავლოდ ნუ ზოგავ,
დღეს უფრო მეტად მცივა.
შენთან მწადია დარჩენა,
ფეხსაც ამიტომ ვითრევ...
მოდი და დამეპატრონე,
სხვა მიპატრონებს ვიდრე.


საუკეთესო რამ, რასაც შეიძლება ცხოვრებაში დავეყრდნოთ ერთმანეთია



06.12.2013

...სულ თოვლისფერად დაუთოვია, თოვლს ყვარებიხარ - გამიგონია...



06.12.2013

მართლა, არავინ არ იცის ალბათ,
სუნთქვა და ცქერა ჩემსავით ხარბად.
მომეცი ნება - მეც ვიშრიალო -
შენს ხეებიდან ყველაზე დაბალს.

ვით ეგებები წვიმებს და ქარებს,
მეც შევეგებო, მომეცი ნება.
ღამით, როდესაც ამოდის მთვარე,
შენი ჩრდილები ჩემს გულზე წვება.

და იმ უეცარ წვიმებს და ქარებს
მეც შეუმჩნევლად მივყვები მაღლა....
გამიღე კარი, გამიღე ჩქარა! -
მე შენგან შენთან მოვსულვარ ახლაც.


Blog
Blogs are being updated every 5 minutes