irinee's blog

irinee
37, Kobuleti, Georgia

იყო და არა იყო რა,
ამქვეყნად რა არ ხდებოდა,
ვიღაცა გრძნობას იძენდა,
ვიღაცის გრძნობა ქრებოდა,
ვიღაცას ვიღაც უყვარდა,
ვიღაცას ის არ უყვარდა,
ვიღაცა იმას ნანობდა
ის ვიღაც რომ შეუყვარდა.
მეკი ძალიან მიყვარდი,
განვიცდი რომ შემივარდი,
რადგანაც შენ გადააგდე
მე რომ გაჩუქე ის ვარდი.
არადა ჩემთვის იყავი
ბედნიერების სათავე
და ვხვდები რომ სიყვარულით
ვერ მოგითოკე სადავე,
ვერ მოგითოკე აფრები,
ახლა შენამდე შორია,
მეგონა გული გქონდა და
თურმე ყინული გქონია.
ეს ლექსიც მაშინ დავწერე
როცა შენ ჩემგან წახვედი,
ჩემს გულის ნაპირს მოსწყდი და
სულ სხვა ნაპირზე გახვედი.
წახვედი?....წადი შორს წადი,
იქნებ სულ გადამავიწყდე,
შენ შენსას თუ დაიკვეხნი,
იქ ჩემიც არ დაგავიწყდეს.
მაგრამ რა მოხდა, რა იყო,
განა ქვეყანა გაიყო,
უსიყვარულო ნიავმა,
შენზე ფიქრებიც წაიღო
და რაც არ გინდა ლამაზო,
არასდროს ღმერთმა არ მოგცეს,
ადრე თუ ვიან ინანებ,
იქნებ ოდესმეც წამოგცდეს,
რომ სიყვარული არ იცი,
სიცივე რატომ ჩაიცვი????
ერთი კითხვა…


რომ დაიძინებ პატარავ ღამით,
როცა ოცნებებს გაუღებ კარებს,
შიშველ სხეულს რომ დაფარავ საბნით,
საბნის ქვეშ ფეხებს აცეკვებ ბალეტს.

მაშინ ვიქცევი უხმო ბალიშად
და დავასვენებ შენს ტუჩებს ჩემზე
და მთელი ღამით ჩუმად მოვუსმენ
შენს სუნთქვას,სანამ არ ამოვა მზე.

ღამით მაწვალებ.ისევე როგორც
შენ გაგაწვალებს ტკბილი სიზმარი
და ის ვნებები,დილით რომ მალავ,
ახლა რომ ცქმუტავ,სწორედ ეს არის.

ბოლოს მაგ ლამაზ ფეხებს მომახვევ
საბანს გააგდებ და ცის კამარა
ფანჯრიდან გიცქერთ,როგორ ალერსობთ
ბალიში და შენ საცვლის ამარა....


“არავის უამბო გზები რად გაიყო, რად შევრჩით ცალ–ცალკე ცხოვრების დინებას, არავის უამბო,რა მოხდა...რა იყო... არავის უამბო ჩვენშორის რაც მოხდა... არავის უამბო თუ როგორ გვიყვარდა, როგორ ვოცნებობდით ან როგორ ვბავშვობდით, არავის უამბო იმ ლამაზ ფიქრებზე და არცის უამბო,თუ რატომ დავშორდით... არავის უამბო გული რად გაცივდა, თუ რატომ ჩაგვიქრა ოცნების ლამპარი, სხვას ნუ მოვუყვებით,მხოლოდ ჩვენ ვიცოდეთ... მე და შენ ვიცოდეთ ეს ცუდი ზღაპარი...“


ცხოვრება პატარა წიგნს წააგავს. მისი ფურცლები ისე სწრაფად იშლება, რომ წაკითხვასაც ვერ ასწრებ. დღეები მიდიან და ფურცლებიც ნაწერით ივსება. გაივლის ჟამი, მოხუცდები და წიგნიც ბოლომდე შეივსება. აიღებ წიგნს და თვალს გადაავლებ შენს ცხოვრებას. ჯერ დაფიქრდები. სარჩევს თითს ჩააყოლებ. ნახავ გვერდს და დაიწყებ კითხვას. კითხულობ და თვალზე ცრემლი გადგება. ფიქრობ, რა უცებ გასულა სიცოცხლე, რა მალე შევსებულა ცხოვრების ფურცლები... ფურცელს გადაშლი, დაჭმუჭნული და ჩაკეცილი ფურცელი შეგხვდება. ეს ხომ შენი ცხოვრების ყველაზე მტკივნეული გვერდია. ჩაკეცილს გაასწორებ და ფურცვლას განაგრძობ. იფიქრებ, დრო გავა და როგორმე გასწორდებაო, მაგრამ ნუ გეგონება, რომ სანამ წიგნის ბოლოში გახვალ გასწორდეს, ვერა მეგობარო, ვერა! ისევ განაგრძობ კითხვას, გადააწყდები სანიშნს,…


11.04.2011

სიყვარული სიკეთეა, სილამაზე დიდი,

ადამიანს როცა უყვარს მაშინ არის მშვიდი,

სიყვარულს ხომ ღმერთის ლოცვა სულ ყოველთვის ახლავს

როცა გიყვარს ყველა ცუდი გავიწყდება მართლაც

სიყვარული ხვთიურია და არასდროს ქრება

ის ყოველთვის ჩვენთანაა და ჩვენს გულში რჩება

გაუფრთხილდით ამ დიდ გრძნობას როგორც ბროლის ლარნაკს

გაბზარული სიყვარული აღარაფრად ვარგა.

სიყვარულში ღმერთმა ჩადო ღვთაებრივი ნიჭი,
სიყვარულმა ყველა ცუდის დავიწყება იცის


სავსე მტევანივით მადლიანი მკერდი,
ვნებებს მიშლის და თავისკენ მიზიდავს,
სახე ამღვრეული აგედევნები
სხვა რა შევირგო ცოდვილ მიწიდან.
წამოგეწევი... საით გამექცევი!
წინ დაგიდგები კარგი მწევარივით
მკლავზე გადაგიწვენ და საწნახელში
ჩაგწურავ,ჩაგსრისავ ყურძნის მტევანივით.
თუ გამომიწვიე ბოლომდე დამნებდი,
გული ამიჩქარე,თავი მომანდომე,
რაც შენგან დავწურე ძუძუში ჩაგდგომია
შენი ძუძუს თავი კოკის პირად მომე.
მე განა მიყვარხარ... რომელი სიყვარული,
რომელი გატაცება მოსწვდება ამ ვნებას?!
მე შენ მინდიხარ თუნდაც ერთი ღამით
ასეთი ამაყი და ასეთი თავნება.
არცერთ სიყვარულში არ გავცვლი ამ ღამეს
და არც ამ საწნახელს ოქროს სარეცელში,
ვნებაში ყოფილხარ შეშლილო ქალღმერთო
მე კი სიყვარულში ამაოდ დაგეძებდი.


მე ვიქნები რეჟისიორი ჩემი ცხოვრების ბატონ-პატრონი რადგან ვერ ვერგები სხვის დაწერილ სცენარებს თუ როლი არ მომწონს,ვზარმაცობ,ვახალტურებ და ბოლოს რა გამოდის?რა გამოდის და შენი სპექტაკლიდან გარბის მაყურებელი და გრჩება მხოლოდ დასი,ფიასკო და მარტოობა ანდა რა დროს მაყურებელზე ფიქრია,როცა შენი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი "ცხოვრება" ჩავარდნილია..."


ვითვრები? როგორ არ დავითვრე,

როცა სადრეგრძელო ულევია,

იმ ადამიანებს გაუმარჯოს,

ვისაც მკერდში მართლა გულები აქვთ.

ადრე წასულები გამახსენდნენ,

სველპურს შმაგი მაჭრის სურნელი აქვს,

ლოდქვეშ მწოლიარეს გაუმარჯოს,

მზე რომ ღვინოსავით სწყურებია.

ბრძენსაც, გენიოსსაც გაამასხრებს,

ბედი თავხედი და სულელია,


ფიქრს მოეძალე ძალიან,

ნეტავ მაცოდინა სად ხარ?!

მოვალ და ჩემს ნატვრას მოგიტან

მოვალ, უშენობა მომკლავს.

ჩემი ოცნება ხარ ჩუმი,

ჩემი მოლოდინი უტყვი,

მეტი რაღა გითხრა,ნეტა

ჩემი ცრემლები ხარ, ჩუმი...


mteli cxovreba molodinia, adamiani sul ragacas elodeba, ragacas an vigacas, sheidzleba is ragac iqve hqondes, magram ver amchnevdes, radgan mas imedi aqvs, rom upro uketess ipovis da am molodinshi ise gava dro, rom verc amchnevs, gadaxedavs tavis cxovrebas da xedavs rom mxolod imedi acocxlebda, rom mxolod imedis imedi hqonda, mwared gaicinebs da mainc ityvis, kidev kargi es mainc mqonda da cxovreba gavilamazeo. radgan cxovrebaa tvit imedi. natqvamia imedi bolos kvdebao da principshi es asecaa, radgan sicocxlis ukanasknel wamamde adamians imedi acocxlebs da ase cxovrobs ertad mteli cxovrebis mandzilze ori ganuyreli megobari: imedi da adamiani....


Blog
Blogs are being updated every 5 minutes